გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 18, 2020 12:38

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება.

ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე კლინიკების მზადყოფნისა და დამატებით მოძიებული სიმძლავრეების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 38 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 216 პირი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მიიღო ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით კლინიკების მდგომარეობის, ქვეყანაში სწრაფი ტესტების არსებული რაოდენობის და დამატებით შემოტანის შესახებ.

საბჭოს სხდომაში ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და თბილისის მერი მონაწილეობდნენ.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 18, 2020 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics