გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემირ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

სხდომა კანცელარიაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, უსაფრთხოების საბჭოს მდივან ლევან იზორიას წარადგენს.

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ასევე მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე თავდაცვის ძალების მეთაური.

banner
წინა სტატიაშითუ სხვა გადაწყვეტილების მიღებას დააძალებენ, მაჟორიტარები მანდატის დატოვებით იმუქრებიან
შემდეგი სტატია“ივანიშვილს რევოლუცია თუ უნდა ამას აუცილებლად მიიღებს” – შალვა ნათელაშვილი