გიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

banner
წინა სტატიაში“შეცვალეს” აქტივისტები: ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან