გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩს“ პოლიტიკოსებს შორის ცივილური საუბრის დაწყება სურს
შემდეგი სტატიამდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი ისეთ ბინძურ უხამსობებს მიმართავს ჩვენი გმირი პოლიციელების წყობიდან გამოსაყვანად, რომ გამეორებაც არ მინდა