გიორგი გახარიას აღიარება: “ბრძანება მე გავეცი”

გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო გიორგი გახარიამ – შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა:

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტეტბი და მართლწესრიგი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში(Video) “ვიმოქმედე კონსტიტუციის ფარგლებში და გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეცილური საშუალებები” – გიორგი გახარია
შემდეგი სტატია(Video) “გავრილოვის თემა ამოწურული იყო და მთავრობას ამის ფასი გადახდილი ჰქონდა”- გახარია ისევ “ოპოზიციის მიერ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს”