გიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა

გიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის
ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს მთავრობამ “აილენდის”
კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ცერემონია
ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.
გიორგი გახარიამ სანაპირო დაცვას შექმნიდან 20 წლის აღსანიშნავი თარიღი
მიულოცა, სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და ხომალდების პირად
შუამდგომლობას წარმატება უსურვა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ 2 ღონისძიებას.
დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს,
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, აშშ-ს მიერ გადმოეცემა საქართველოს
„აილენდის“ კლასის 2 ხომალდი. მე მინდა პირველ რიგში სანაპირო დაცვის
დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი
ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების,
თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ
ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული
საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი – ჩვენ
ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და
„დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ
დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის
თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის
განმტკიცებაში.“

banner
წინა სტატიაშიშსს: ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. “ფეიქებს” არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ
შემდეგი სტატია,,დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად”