გიორგი გახარიამ სამთავრობო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს დისტანციური მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ სამთავრობო უწყებებს და კერძო სექტორს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე. და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზეც ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჯიმში გადაყვანილი. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატია14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო რეჟიმი – გერმანიიდან, საფრანგეთიდან,ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს