გიორგი გახარიამ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ “ქართულ ქარტიას”. ინფორმაციას ადასტურებენ მის პარტიაში და აცხადებენ, რომ “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ორბელიანების სასახლეში დღეს დილით იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, “ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს.

დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატიათიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა