გიორგი გახარიამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ქემოკლიძე სამგორის მოსახლეობას წარუდგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ქემოკლიძე სამგორის მოსახლეობას წარუდგინა.

როგორც გახარიამ სამგორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სხვადასხვა უბანში განვითარების ამხელა სხვაობა არ შეიძლება იყო. „ეს მუნიციპალური არჩევნებია, მაგრამ გამოდის, ის მუნიციპალურ დონეს უკვე გასცდა. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად თქვენი მხარდაჭერით, გუნდი ამ არჩევნებში არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით მიიღებს მხარდაჭერას, ჩვენ ყველანი ერთად დავიწყებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში. დღეს მუნიციპალურ დონეზე თბილისში, სამგორშიც უამრავი პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ ფასადები გარემონტდა, ბევრი სკვერი გაკეთდა, ბევრი რამ გამწვანდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის უფრო სისტემური პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, საბაზისო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისები. ქალაქი ძალიან მალე იზრდება და სერვისები ვერ ასწრებს ასე სწრაფად ზრდას, მაგრამ არ არის სამართლიანობის შეგრძნება და თანაბრად გადანაწილება იმ რესურსის უბნების მიხედვით, რომელიც თბილისს გააჩნია, ვგულისხმობ, რომ არ შეიძლება სხვადასხვა უბანში განვითარების ამხელა სხვაობა იყოს. არ შეიძლება მაგალითად სამგორში არსებობდეს უბნები, სადაც ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი დეფიციტია და სხვაგან ჩვენ ვზრუნავთ, მაგალითად, ფასადებზე და რაღაც სხვა ფუფუნების საგნებზე.

ბევრი შემთხვევაა, როდესაცამორტიზებულისაცხოვრებელიფონდისრემონტისთვისგამოყოფილითანხებით,გვერდიდან, ნაცნობობით, კორუფციულად, ვიღაცასუკეთებენ. ესძალიანმძიმეა. ყველასუნდაჰქონდესსამართლიანობისგანცდა, კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და მძიმე ბიუროკრატიისგანცარიელითბილისიგვჭირდება”, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.

მისივე თქმით, სამგორში წარადგინეს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი კახაბერ ქემოკლიძე.

„ის არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს უკვე წლებია და მისთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა, რომელიმე პარტიისთვის მსახურებას. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მსახურება იყო. კახა არის უაღრესად გამოცდილი კაცი, ძირძველი თბილისელი, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, არის კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის განსახიერება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კახა თქვენთან ერთად ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს თბილისისთვის, სამგორისთვის, ვარკეთილისთვის, ყველა უბნისთვის. მინდა, იცოდეთ, რომ მთავარი მიზანი ჩვენთვის იქნება, კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც სახელმწიფოს უნდა ემსახურონ“, – განაცახდა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 167 თბილისში, 498 იმერეთში, 339 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა