გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.

მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი.

კერძოდ:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს