გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის
მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

გიორგი გახარიამ  საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოს
მუდმივმოქმედი შენაერთების საქართველოს საზღვაო სივრცეში ვიზიტების
მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და  ასევე სუფსის საზღვაო ოპერაციების

ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატოს საზღვაო ოპერაციების ცენტრს შორის
არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა .

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს
სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის
მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

banner
წინა სტატიაშიროუზ გოტემოლერი – საქართველოს ნატო-ში ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დარწმუნებაც აუცილებელია
შემდეგი სტატიასაქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე