გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძე სიცრუეში დაადანაშაულა

გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძე სიცრუეში დაადანაშაულა. გახარიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გახმაურებულ მუქარის წერილზე ისაუბრა, რომელიც ტვ პირველის იმედის ტრენდზე გადასვლას გულისხმობდა. გახარიას თქმით, ბადრი ჯაფარიძემ იცრუა, რადგან მას არანაირი წერილი არ გადაუცია. გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის საქმე პოლიტიკურად გამოიყენა.

ბადრი ჯაფარიძემ ჯერ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას მაშინ იცრუა თუ ეხლა იცრუა, როცა თქვა რომ მე შუამავალი არ ვარ და გახარიასთან კავშირი არ მქონიაო. ხაზარაძე მაგისტრ მოსმაართლესთან მივიდა და თქვა, რომ შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავალი ოჯახის წევრი იყო ახლო ნათესავიო მაშინ როცა ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად, ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან რომ რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ ან ეხლა ცრუობენ. როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამენ, მერე გიპასუხებთ ამ კითხვაზე”, – თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.

ამ წერილის მიხედვით, მ.ხ.-ს (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძეს), უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

“უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)”;
“მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)”;
“არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: როდესაც პარტია საკუთარ ინტერესს აყენებს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ჩემთვის ნაციონალური მოძრაობა არის გუშინწინდელი დღე, ოცნებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გუშინდელი დღე გახდა!