გიორგი გახარია: 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე…

ეს პოლიტიკაა. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა. შეიძლება იყოს ფასი, რომ 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე დღე, როდესაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში მესამედ, ალბათ, მცდელობა პარლამენტში შეჭრისა არ დავუშვით. შეიძლება ასეთი შეფასებაც იყოს. შეიძლება იყოს სხვა სახის შეფასება, რომ 20 ივნისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაამეტეს, მათ გამოიყენეს ლეგიტიმურად ძალა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ამ ძალის გამოყენება იყო გადამეტებული, მაგრამ აქ ყველგან არსებობს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და თუ რამდენი სამართალდამცველი დაისაჯა ამის გამო, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

„რამდენი პარლამენტზე თავდამსხმელი დაისაჯა? მიპასუხეთ აბა. პოლიციელებზე გამოძიებაც მიმდინარეობს და მათი დევნაც დაწყებულია. ამაზე უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ და ნახავთ, ეს ციფრები ყველგან არსებობს და პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა, რომლებიც მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ, სულ სხვა განზომილებაა. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ქმედებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: გარეჯში ტრაგიკული ამბავი ხდება, ეს, წესით, ყველა გონიერ კაცს უნდა ესმოდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მარაგი დღეს ქვეყანაში არსებობს, არანაირი დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაში არ არის, ჩვენ ყოველდღიურ კავშირზე ვართ როგორც იმპორტიორებთან, ისე დისტრიბუტორებთან და ქსელებთან