გიორგი გახარია: “ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან”

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ორსაათიან სატელევიზიო ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიამ გადაცემის წამყვანთან ხორავას ტრაგედიის შემდეგ მისი პასუხისმგებლობის საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ – მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან. მოვალ და პანკისზე ვისაუბრებ, ისევე, როგორც გპირდებით, რომ მოვალ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დადასტურების შემთხვევაში ან არ დადასტურების შემთხვევაში, ასევე მოვალ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებ.

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ინგა, პოლიტიკოსობა ინდულგენციაა? არც ერთ შემთხვევაში თუ შესაბამისი მტკიცებულებები, გამყარებული კონკრეტული ფაქტებით არ იქნება, ძალიან ფრთხილად, ძალიან კარგად გვესმის რაზე ვსაუბრობთ. გვესმის, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, გვესმის, რომ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც გარკვეული წვლილი, იმიჯი და ასე შემდეგ აქვთ, მაგრამ ეს ვერ იქნება ინდულგენცია. თუ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ვერ მოვიპოვებთ, ეს არ იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ეს გახდება კიდევ ერთი საბურავები საქმე, რაც იქნება ჩემი რეპუტაციის და სისტემის რეპუტაციის თემა.

ხო ხედავთ, მაშინ ვერ შეაგროვეს შესაბამისი მტკიცებულებები და დარჩა ისე, როგორც დარჩა. მე დღეს გეუბნებით, რომ 20-21 ივნისის ღამეს, ეს იყო შემთხვევა ბოლო 7 თუ რამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანებმა ფიზიკური შეტევა მიიტანეს პოლიციაზე.

პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა, პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი და საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას. ეს ერთი და მეორე, გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება.

გახსოვთ, მე და თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ და თქვენ ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან, მივიყვან. მოვალ და პანკისზე ვისაუბრებ, ისევე, როგორც გპირდებით, რომ მოვალ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დადასტურების შემთხვევაში ან არ დადასტურების შემთხვევაში, ასევე მოვალ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქცია 12 ივლისს 19:00 საათზე განახლდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : როდესაც ერთ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად 95% მხედველობა დაკარგა