გიორგი გახარია: „ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება”

„არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა, რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია , რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრისას ქარელში.

გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისები ხაშურსა და ქარელში გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ იმ სამუშაო პრინციპებზე ისაუბრა, რომლითაც პარტია პარტიული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გააგრძელებს და საარჩევნო ბრძოლაში შევა.

„წარსულში არ ვიქექებით, ღირსებას არ ვივიწყებთ და არ ვლანძღავთ განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდით, ჩვენს მოქალაქეებს ტყუილს არ ვეუბნებით, ვარჩევთ კეთილსინდისიერ პროფესიონალებს რომლებიც უნდა იყვნენ მაჟორიტარებიც, სიაშიც და მერობის კანდიდატებიც – და ამას ყველაფერს ვაკეთებთ ერთად.“ – აცხადებს გახარია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ მხოლოდ მომავალი არჩევნები კი არ აინტერესებს, არამედ გრძელვადიანი პროექტია.
„ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ერთი და ორი არჩევნებისთვის, ჩვენ ამას ვაკეთებთ გრძელვადიანად“ – ამბობს პარტიის დამფუძნებელი.

banner
წინა სტატიაშიღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება-დარღვევისთვის ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება
შემდეგი სტატიაქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით