გიორგი გახარია : ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს

საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ეს არის შედეგები, რომელსაც საქართველო დღეის მდგომარეობით აღწევს.

„თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არც ერთ წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიიდან მორიგი ავიარეისი შესრულდა – 9 მოქალაქე საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება