გიორგი გახარია ურსულა ფონ დერ ლიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ურსულა ფონ დერ ლიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას სოციალურ ქსელ ტვიტერის პირადი გვერდიდან ულოცავს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ურსულა ფონ დერ ლიენის მმართველობის პერიოდში, ევროკავშირი იქნება უფრო ძლიერი და უფრო მეტად ერთიანი.

„ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლიენს სრულ მხარდაჭერას ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მმართველობის პერიოდში ევროკავშირი იქნება უფრო ძლიერი და უფრო მეტად ერთიანი. ველოდები თქვენთან და თქვენს გუნდთან უფრო ახლო თანამშრომლობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები
შემდეგი სტატიააქ ვდგავარ, რომ წულუკიანი როცა გამოვა მას ვუთხრა რომ ის მონაა, ამის საშუალებას არ მაძლევენ – ნადირაშვილი