გიორგი გახარია – ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2020 16:12

გიორგი გახარია – ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი

მნიშვნელოვანი

  • გიორგი გახარია - ტურიზმი არის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი

სხვა სტატიები

ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება და როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს, როგორ მოემსახუროს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, როდესაც ეს სტანდარტები ბოლომდე დადგენილი არ არის. იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ და საკარანტინო ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც დღეს, მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაციაც იყენებს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს, როგორ მოემსახუროს. ეს არ არის მარტივი თემა იმიტომ, რომ ინფიცირების რისკის პირობებში სასტუმროს მართვას სჭირდება სხვადასხვ, ბევრი გამოცდილებები, ცოდნები და ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ ბევრ სასტუმროს დაუგროვდა. მოგეხსენებათ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, კარანტინის ზონები საქართველოში გაიარა 19 000-მა მოქალაქემ, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ საზღვარგარეთიდან, ორგანიზებულად მთავრობამ ჩამოიყვანა ჩვენი მოქალაქეები, ან შემოდიოდნენ სახმელეთო საზღვრებით და რომლებიც აუცილებლად, 14 დღიან საკარანტინო ზონას გადიოდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი სასტუმრო მომსახურეობა, თავისი კვების ბლოკებით, ტრანსპორტირებებით, ყველა სერვისით, რომელსაც ჩვეულებრივი სასტუმრო ახორციელებს. ეს არის ის დაგროვილი გამოცდილება და კონკურენტული უპირატებოსა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და რომელსაც უკვე იყენებს მსოფლიო ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია. ეს არის ის უპირატებოსა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2020 16:12

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics