გიორგი გახარია : წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია, უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და საქმის კეთების დრო მოვიდა.

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. ეს დროში გაჭიანურდა და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე, N5 უბანზე დააფიქსირა.

banner
წინა სტატიაში„ამომრჩევლებს აიძულებენ, გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ კენჭისყრის კაბინიდან“ – დავით ჯანდიერი
შემდეგი სტატია15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 38,8 % შეადგინა