გიორგი გახარია – წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

„საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარაციის 102 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა