გიორგი გახარია: წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი

“წერილში არის ერთი სიმართლე და მეორე ტყუილი”, – ივანიშვილის წერილის შესახებ გახარიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. გახარიას თქმით, სიმართლეა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის.

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა, მე არ ვსაუბრობ ყველაზე.

ამ განცხადებაში არის 2 საკითხი:გახარია ჩემი პროექტი არ არის და გახარია არის მოღალატე. ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე, რომ გიორგი გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს რომ ჩვენ ვართ “ოცნება 2” ჩვეულებრივი ტყუილია და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდპაირი ზეგავლენა, მაგრამ სიმართლის ნაწილში ვადასტურებ რომ არ ვართ “ოცნება 2”. პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო “გაპრავებულად” დაერქვა ღალატი, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე, თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ, ეს ჩემი ტვირთია”, – ამბობს გიორგი გახარია.

დღეს ქართული ოცნების რესურსი ამოწურულია, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური – სკანდალური განცხადება ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, ინგა გრიგოლიას “რექციაში” გააკეთა.

დღევანდელი მმართველი ძალის პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპისიპირების არანაირი რესურსი არა აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. არ ვსაუბრობ ყველაზე, ბევრი ღირსეული ადამიანია იქ, ხელმძღვანელობაშიც, არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გახარიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა და ექსპრემიერი სახელმწიფო ღალატში ღიად დაადანაშაულა.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის.

 

banner
წინა სტატიაშილაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
შემდეგი სტატიაახალი ვანდალიზმი გარეჯის ქოლაგირის მონასტერში