ექსპრემიერი გიორგი გახარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.
გახარიას მსგავსად, სალომე ზურაბიშვილიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერების სამიზნე გახდა.
“წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”- წერს გიორგი გახარია.