გიორგი გახარია – თავისი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობით, რომელშიც პირდაპირ სახელმწიფო იყო ჩართული, საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო

საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ძალიან ადრე დაიწყო საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებულად გამოყვანა. ჩვენ როგორც კი ვნახეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ავიაკომპანიების, არა ქართული ავიაკომპანიების საშუალებით მოხვედრილიყვნენ თბილისში და ამ ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმების შედეგად, უბრალოდ ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას, ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმ ქალაქების, სადაც ასეთი დიდი მოთხოვნა იყო ან სოციალურად მძიმე სიტუაცია იყო და ამ ქვეყნებიდან დავიწყეთ პირდაპირი, ჩარტერული, სპეციალური რეისების განხორციელება ქართული ავიაკომპანიის საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ორგანიზებულად, ყოველდღიურად ახორციელებს ნაბიჯებს და რა თქმა უნდა ეს სისტემურად გაგრძელდება.

„ეს შეუძლებელია მოხდეს ქაოტურად. დღეს მსოფლიოში არ არის ბევრი ქვეყანა, რომელიც მსგავს ნაბიჯებს დგამს. რამდენიმე შემთხვევაში და საკმაოდ ხშირად, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ითხოვენ, რომ ამ საშუალებით მათი მოქალაქეების ინტერესიც გავითვალისწინოთ. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, ამას უნდა ჰქონდეს თავისი სისტემური ხასიათი, ეს უნდა იყოს იმ ლოკაციებიდან, სადაც უპირველეს ყოვლისა სოციალური სიტუაცია არის მძიმე და ამ ადამიანების გამოყვანა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს. დღეს, თავისი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობით, რომელშიც პირდაპირ სახელმწიფო იყო ჩართული საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე საბას კორონავირუსი არ დაუდასტურდა სამაგიეროდ კორონავირუსი ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ონლაინგაყიდვებზე – არავის არაფერი აუკრძალავს, ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა კომპანია, რომელიც პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს