გიორგი გახარია: „TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს“

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის
უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ პრეზენტაციის
შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში
მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ
მეკითხებით როგორც ყოფილ ბიზნეს ომბუდსმენს, რა თქმა უნდა გიპასუხებთ,
რომ TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს
ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს.
არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის „TBC
ბანკის” ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე ეს რეგულატორს, ამიტომ
აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ
ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული,
აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 15-ე საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამოძიების ხარისხი გარკვეულ მიმართულებებზე