გიორგი გახარია – სტიქიის ზონაში თითოეულ ოჯახურ სასტუმროს მივეხმარებით, რათა მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ

region
ავტ.: region ივლისი 30, 2020 15:22

გიორგი გახარია – სტიქიის ზონაში თითოეულ ოჯახურ სასტუმროს მივეხმარებით, რათა მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ

ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია, აქ იყოს, იქნება, ამ შტაბთან პირადად მე ყოველდღიური კავშირი მექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობა.

მისი თქმით, ახლა შოვში ტურისტულად ჩასული ძალიან ბევრი სტუმარია და ხელისუფლება ყველა ოჯახურ სასტუმროს დაეხმარება, რათა მათ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

„რადგან ერთი თვის განმავლობაში შეიძლება, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით პრობლემური იყოს, მათაც, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით იმაში, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება. შესაბამისი შტაბი შექმნილია. შტაბს ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე. ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია, აქ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

region
ავტ.: region ივლისი 30, 2020 15:22