გიორგი გახარია სტატისტიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე: 2018 მარტი- 58 %, 2019 მარტი- 15 %, აპრილი- 7 %

 

,,მე როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ მკაფიოდ ვიცით სად ვართ და სად მივდივართ ვგულისხმობ იმას, რომ ზუსტად წელიწადნახევრის წინ მე საპარლამენტო ტრიბუნიდან ვთქვი რომ სტატისტიკა ეს იქნება ჩვენი პირველი სისტემური ამოცანა რომელსაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ და ავხსენი რისთვისაც გვჭირდებოდა ჩვენ ეს. ასევე ვთქვი რომ ვიცით წინასწარ ვიცით რომ ეს იქნება ჩვენზე პოლიტიკური შეტევის საბაბი , მაგრამ ჩვენ ამას გადავიტანთ და ეს შევასრულეთ. ბოლო სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა მაგალითად მარტის, 2018 წლის მარტში დანაშაულის ზრდა საქართველოში იყო 58 %, 2019 წლის მარტში იყო 15 %, 2019 წლის აპრილში იყო 7 %, ეს არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ გამოვედით მკაფიოდ ვთქვით და შევასრულეთ. დღეს ეს არის ფაქტი და ამაზე უკვე არავინ აღარ ლაპარაკობს. თუმცა რა თქმა გვესმის რომ ეს ჩვენი მოვალეობაა და არავისგან პოზიტიურ შეფასებებს არ ვითხოვთ. შემდეგი ჩვენი სისტემური ამოცანა იქნება, ფრაზა გამოძიება გრძელდება აღარ იყოს ასე მწვავედ აღქმული და ასეთი დიდი პრობლემა საზოგადოებისთვის. ვიცი რომ ამასაც ერთი და ორი თვე არ ეყოფა ამის გადაწყვეტას, ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ გამოძიების ხარისხის გაზრდის მიმართულებით და საპროკურორო და საპოლიციო გამოძიების უფლებამოსილების გამიჯვნის ნაწილში სწორედ აქეთ არის მიმართული.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: რეფორმები ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ხორავას საქმეზე