გიორგი გახარია სტამბოლში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სტამბოლში თურქ კოლეგას შეხვდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

აუდიენციის მიღმა არც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დარჩენილა. ყურადღება დაეთმო, როგორც ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნებს შორის უსაფრთხოების განმტკიცებას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: ჩვენი ეკლესიის მესვეურებიც დიდის ამბით, სახეგაბადრული თანხმობითა და განსაკუთრებული კეთილმასპინძლობით შეეგებნენ თავიანთ მბრძანებლებს ФСБ-დან
შემდეგი სტატია,,მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ”