გიორგი გახარია: სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყნის ბედი

ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, ჩვენსა და და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა – იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს დღეს აქციაზე.

„ყველა ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართველი, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს აქ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რომელი პარტიის წევრია. დღეს აქ პარტიულობა არ არსებობს. „ოცნების“ ბევრი წარმომადგენელიც უნდა იყოს აქ. ის ხალხი, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა ევროპისკენ. ის ხალხიც უნდა იყოს აქ. დარწმუნებული ვარ, ის ხალხიც გამოვა. იმიტომ, რომ ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს დღეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე უარი. იმ ევროპის, რომელმაც კარი გაგვიღო. ჩვენ არაფერი გვჭირდება, ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, უბრალოდ ჩვენ უვარგისი, მოღალატე პოლიტიკური ხელმძღვანელობა გვყავს. არაფერი დღეს ჩვენ არ გვიშლის ხელს. ჩვენსა და და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა, მეტი არავინ. თორემ დღეს საქართველო, გარწმუნებთ, მოლდოვაზე ბევრად უკეთეს ფორმაშია. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთო და გავაკეთოთ ძალიან სწრაფად. ვიღაც იდიოტი გამოდის და გვეუბნება, რომ 4 წლის შემდეგ დავიწყებ ამასო. ეს გაბრაზებული ხალხი ბევრ რამეს იმახსოვრებს. ქართველებს ბევრის პატიება შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი კარგად გვახსოვს.

სითამამე და ვაჟკაცობა რომ არ ჰყოფნით, მერე მიდიან და თვრებიან. ამ ხალხის ხელშია დღეს ქვეყნის ბედი. იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, სისულელეებს აკეთებენ. არავინ არსად შევარდნას არ აპირებს. აქ არის მშვიდობიანი აქცია. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ ნებას, მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კობახიძის რუსულ განცხადებას ემიჯნებიან
შემდეგი სტატია“ხელისუფლების განცხადება წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას”-კვირიკაშვილი