გიორგი გახარია : შსს-ს აქვს საშუალება, კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხმარების რეგულირებას მოყვება შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო თვალსაზრისით, შსს-ს აქვს საშუალება ეფექტური კონტროლის. ეს ხდება დახურულ სივრცეში, შენობაში ფაქტობრივად. ეს, რაც კეთდება რეგულირების ნაწილში შსს-ს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. სხვა შეკითხვები თუ არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება”,- განაცხადა გახარიამ

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ
შემდეგი სტატიამუქარა და შანტაჟი საარჩევნო შტაბის წევრებზე – “ძალა ერთობაშია”-ს წევრები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს