გიორგი გახარია : შსს და პოლიცია სრულად უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს

შსს და პოლიცია სრულად უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შსს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.

აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე, რა მოხდა, ეს პიროვნება არის დაკავებული“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიტყიბულისა და წყალტუბოს 8 საარჩევნო უბანზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან
შემდეგი სტატიაშს მინისტრი : ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა