გიორგი გახარია – შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე

ჩვენ გახლავართ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა და უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას.

„ამასთან ერთად, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება
შემდეგი სტატიაპრემიერი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე – მეგობარი ქვეყნების მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას