“გიორგი გახარია შეეცადა, არ ეხსენებინა 20 ივნისი, რომელიც ყელში თოკივით აქვს გაჩხერილი”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლის დროს შეეცადა, 20 ივნისის მოვლენებისთვის გვერდი აევლო.

„პრემიერ-მინისტრს კარგად ჰქონდა ათვისებული ანდაზა, რომ ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს არ ახსენებენ. შეეცადა, არ ეხსენებინა 20 ივნისი, რომელიც ყელში გაჩხერილი აქვს, როგორც თოკი და ნელ-ნელა უჭერს, პოლიტიკურად დაახრჩობს.

მას სხვა თოკები დაავიწყდა. ახსენა, ანაკლია და ფოთი, ახსენა, რომ შავ ზღვაში უნდა შემოვიდეს ბევრი ამერიკული გემი. მას დაავიწყდა, რომ მისი დამსახურებაა, რომ წლის ბოლოს ანაკლიაში უნდა შემოსულიყო პირველი გემი 2020 წლის ბოლოს და დამთავრებული უნდა ყოფილიყო ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის აშენების პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებში ნულია, რადგან საჩუქრად მიუძღვნეს რუსეთს.

ბიუჯეტი გუშინ დამტკიცეს და დღეს არის მკვდარი, რადგან კომპენსაციები დაახლოებით 500 მილიონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვისთვისაც უნდა მიეცათ, მათ ნახევარსაც არ აქვს მიღებული“,- აღნიშნა გოცირიძემ

banner
წინა სტატიაში„ბატონო პრემიერო, კრიმინალური ოპოზიციის მიერ დასმული კითხვებიდან, რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა, რაიმე თემაზე იყო ორიენტირებული“
შემდეგი სტატიამაჭავარიანი-ფრენის გახსნის შემთხვევაში ერთ თვეში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზღვაში წვეთია