გიორგი გახარია – შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და კონკრეტული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ შატილში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.

„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა