გიორგი გახარია – სესხის საპროცენტო განაკვეთი 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შესძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ როდესაც პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს