გიორგი გახარია : სასურსათო-საკვები პროდუქციის სფეროში ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის პროცესი გამარტივდება

news
ავტ.: news ივნისი 25, 2020 11:25

გიორგი გახარია : სასურსათო-საკვები პროდუქციის სფეროში ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის პროცესი გამარტივდება

ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რათა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები იყოს ​უმარტივესად ჩამოწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო, საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რათა ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებასა და ოპერირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

news
ავტ.: news ივნისი 25, 2020 11:25

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics