გიორგი გახარია : საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარით მცირდება, ასევე 600 მილიონით შემცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები

ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს იქნება წარდგენილი, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრებით, წელს ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია მინუს 4 პროცენტზე.

„ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით, საპროგნოზო იქნება დაახლოებით, 8.5 პროცენტი“, – განაცხადა პრეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიმდინრეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია