7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ – პასიური დაკვირვება აღარ არის საკმარისი,– პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს ეხმაურება.

“მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმოქმედონ და მტკიცედ დაუდგნენ გვერდში ქართველ ხალხს დემოკრატიის, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პასიური დაკვირვება საკმარისი არ არის.

“პასიური დაკვირვება უკვე აღარ არის საკმარისი. დღევანდელი ყოყმანი საერთაშორისო თანამეგობრობას ხვალ გაცილებით უფრო რთულად სამართავი კრიზისის წინაშე დააყენებს”
, – აცხადებს გახარია.

banner
წინა სტატიაშიექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს