პრემიერი აზერბაიჯანული გამოცემის სტატიაზე – ეს არის მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება

admin
ავტ.: admin ივლისი 24, 2020 13:01

პრემიერი აზერბაიჯანული გამოცემის სტატიაზე – ეს არის მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაში, როდესაც იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგანი.
„პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება, რადგან ჩვენ მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ჯერ ეს ერთიც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, უფრო მეტს გეტყვით, ძმობასაც, არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. ეს ერთი, მეორე, ახლა თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ, ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა, ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება, დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ, კონტექსტურად ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც არის რისკი“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, ინფორმაცია, აზერბაიჯანული სამთავრობო მედიით გავრცელდა და სწორედ ამან გააჩნია კითხვები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არებობს.
„რას ნიშნავს სამთავრობო მედია. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ეჭვი გეპარებათ?! მოდით ასე შევთანხმდეთ, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin ივლისი 24, 2020 13:01