გიორგი გახარია : საქართველო სომხეთს პირველ რიგში სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს.

მისივე თქმით, საქართველო მეზობელი სომხეთის დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა.

„გვმართებს ურთიერთთანადგომა, მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს. აქ ურთიერთ თანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს.

როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“,- განაცხად გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ასაკოვანი ქალია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია