გიორგი გახარია : საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა

საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ დევიდ პერდიუსთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

მთავრობის მეთაური აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„სენატორ დევიდ პერდიუს ვესაუბრე ჩვენს ორი დიდ ერს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მზარდი დინამიკის შესახებ, რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა. ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიჯანმოში კორონავირუსის დექსამეტაზონით მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა