გიორგი გახარია : საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების მეორე ეტაპს ვიწყებთ

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 14, 2019 10:55

გიორგი გახარია : საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების მეორე ეტაპს ვიწყებთ

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 14, 2019 10:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics