გიორგი გახარია-საბედნიეროდ, ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა მშვიდობით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, წლის შეჯამებისას ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა.

პრემიერმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბედნიეროდ, ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა მშვიდობით დასრულდა.

„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20 პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას”
შემდეგი სტატია“არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა”