გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთ ერთად მივიდა

მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5  საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად დააფიქსირა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში.

„მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პანდემიის დროს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, ყველა ამ პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება და უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა. ეს არის, როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება, გარდა ამისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა