გიორგი გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე – მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას და საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია-არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება
შემდეგი სტატიაპოლიტიკა ბურჯანაძე სააკაშვილზე: იქნება შიში იმ ადამიანებს შორის, ვისაც მისი დაბრუნება არ უნდათ