გიორგი გახარია – რუსეთის ფედერაცია რესურსებს არ იშურებს, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებაა, დაზიანდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ
მნიშვნელოვანი
- გიორგი გახარია - რუსეთის ფედერაცია რესურსებს არ იშურებს, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებაა, დაზიანდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ
სხვა სტატიები
- მანანა კობახიძე: “საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში”
- “რუსეთის მთავარი ამოცანაა გამოგვიწვიოს, მაგრამ ამას არ უნდა წამოვეგოთ, ომი გააჩერებს ყველაფერს”
- ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები და ხელისუფლების შიში, რომლის გამოც მას იზოლაციაში ამყოფებენ – ყოფილი პრემიერის ექსკლუზიური ინტერვიუ
ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკა მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომერ პირველი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ამბსადორიალის ფარგლებშიც გაიმართა.
„ელჩებს აბსოლუტურად გულწრფელად მადლობა გადავუხადე ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური მუშაობისთვის სხვადასხვა ფორმატში. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ გაგრძელდება დიპლომატიის აქტიური მუშაობა – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ეფექტური. თუმცა, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და რესურსებს საერთოდ არ იშურებს. საკმაოდ სერიოზული რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებაა, დაზიანდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ჯერჯერობით ამას წარმატებით ვერ ახერხებენ. რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, აქტიურად, მჭიდროდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, მიუხედავად რისკებისა, შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.