გიორგი გახარია: როდესაც პარტია საკუთარ ინტერესს აყენებს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიასთან სატელევიზიო გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა.

„ვინ არიან, ეს არ არის ახლა სახელებზე და გვარებზე საუბარი, ვეცდები, რომ პერსონალიებზე არ ვილაპარაკო და რაში გამოიხატება, გეტყვით: ამოწურა თუ არა თავი, გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ როდესაც პარტია თავის ინტერესებს აყენებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, ჩემთვის ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ პარტია გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების ეტაპზე. როდესაც პარტია გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების ეტაპზე, პოლიტიკურ მეცნიერებაში და პროცესში ამას პირდაპირი ნიშნები აქვს. მაგალითად, რა – „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია!“ შემდგომ ეს შიდაპარტიული დემოკრატიაც იკეტება და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, პარტიის შიგნითაც – ისიც ჩვენი მტერია. ეს არის ის, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ რესურსი ამოწურულია!” – განაცხადა გიორგი გახარიამ

banner
წინა სტატიაშიგახარიას თქმით, მელიას დაკავების ოპერაციაში “უხილავი ხელები” მოქმედებდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძე სიცრუეში დაადანაშაულა