გიორგი გახარია: რეფორმები ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე

გიორგი გახარია სისტემურ განახლებაზე: ,,ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე“

,,ჩვენ ვიცით სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება’’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

,,ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ ვერანაირ მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის, ის მიდგომა რითიც ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო ავამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის. ‘’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სტატისტიკის ზრდის ტემპის შემცირებაზე: 2018 მარტი- 58 %, 2019 მარტი- 15 %, აპრილი- 7 %