გიორგი გახარია – „რაც უფრო ჰუმანურია მართლმსაჯულების სისტემა მით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს“

შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. გიორგი გახარიამ დანაშაულზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა.

„2012 წლამდე იყო აშკარა ჩამოყალიბებული რეპრესიული მანქანა, რომლისთვისაც მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა აგებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ რეპრესიული სისტემის ინტერესის ვერტიკალზე. შესაბამისად პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სისტემა იყო ერთიანი ვერტიკალი, რომლის ძირითადი პრინციპი მუშაობის იყო რეპრესიაზე დამყარებული მართლმსაჯულება. როდესაც გაჩნდა არჩევნების შემდგომ ეს სივრცე მოხდა სისტემის ჰუმანიზაცია, ეს ჰუმანური სისტემა და ეს ჯაჭვიც დაინგრა. თუმცა აგერ ვარ და ამას ვაღიარებ და პირდაპირ ვამბობ, რომ რაც უფრო ჰუმანურია მართლმსაჯულების სისტემა მით უფრო მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ეს ფაქტია და ეს სივრცე გაჩნდა პრობლემური. შესაბამისად დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, ჯერ ერთი, რომ ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. ბევრი ისეთი დანაშაულია, მაგალითად არასრულწლოვნები, სადაც მე გულწრფელად ვთვლი, რომ 14 წლამდე კი არა სკოლაში საერთოდ პოლიციას არაფერი არ ესაქმება, მაგრამ იმ ქურდობების ნახევარზე მეტი მოდის სწორედ 21 წლამდე, დღეს საზოგადოების პრობლემაა ჩვენთან ერთად და ამას ვამბობ, რომ როდესაც რეპრესიული სისტემა, უცებ ერთ მომენტში გახდა ჰუმანური და მას ვერ დაეწია შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, მივიღეთ ის რაც მივიღეთ. სწორედ აქედან გამომდინარე შინაარსობრივად ვალაგებთ ანალიზზე დაფუძნებულ ქმედებებს და რეფორმების გეგმას, რასაც ახლა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვახორციელებთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმნიშვნელოვნად აქვს გააზრებული, რომ ქვეყანაში არსებობს კრიმინალის რამდენიმე წყარო, სერიოზული. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოდანაშაული, მაგალითად კრიმინალური მენტალიტეტი – ჩვენ სამხრეთული ერი ვართ, გარკვეული რომანტიზმით. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ყველა ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება იქნება უმკაცრესი, აქ არანაირი კომპრომისი არ იქნება და თქვენ თუ შეხედავთ დღეს გახსნის მაჩვენებელს, თქვენ თუ შეხედავთ დღეს მძიმე დანაშაულის სტატისტიკას და ნახავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აქ იმ ადამიანს, რომელსაც ეს აინტერესებს თანამიმდევრულობას და შინაარსს ერთმნიშვნელოვნად დაინახავს. თუმცა როგორც კი მივადგებით ყოფით ნიადაგზე, იმპულსურ დანაშაულს, რომელიც მართლა გაიზარდა, ამას თავისი ახსნა აქვს. ამას ახსნა აქვს ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემა უკვე არის სხვა, სასამართლო სისტემა ეს არის სხვა, პროკურატურა არის უკვე სხვა.
ყაჩაღობა არის მძიმე დანაშაული, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გამოყოფილი მიდგომა და კონკრეტული ქმედებები, სადაც ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არასრულწლოვანი ჩადის დანაშაულს, ეს ჩვენ თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ – რამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ ჩვენ.“- “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

https://youtu.be/fgDVwlvUgTs

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილსა და სარალიძეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ თიბისი ბანკზე კიბერშეტევის შესახებ ისაუბრა