გიორგი გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2020 16:17

გიორგი გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, განათლების საკითხზე ცალკე პრეზენტაცია გაკეთება, რადგან ეს მნიშვნელოვანი თემაა.

„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია ვთქვათ დღეს დადასტურებულად, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდების იქნება სრულად შენარჩუნებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზენტაციას განათლების სისტემის ამუშავების შესახებ გავაკეთებთ ცალკე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2020 16:17

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics