გიორგი გახარია – ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, უფრო ჭორაობას დაემსგავსა

ამის შესახებ პარტია ” საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“შეერთებულ შტატებში ვიმყოფებით, ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს გავაცნოთ ჩვენი ახალი დაფუძნებული პარტიის მიზნები, ფასეულობები, იდეოლოგია. განვიხილოთ ის პრობლემები, გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას და ვიმსეჯელოთ ქვეყნის მომავალზე.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ვიზიტით მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ერთი კვირით ადრე ვიყავით ბრიუსელში და ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავიგოთ, როგორია აღქმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში საქართველოს მიმართ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ქვეყანაში საკმაოდ დინამიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. ახლა მოგეხსენებათ, რომ სულ მალე იქნება არჩევნები, მოგეხსენებათ, ამას ყველაფერს წინ უსწრებდა შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება. ეს გადადის რბილად, ესე ვთქვათ, საარჩევნო კამპანიაში და ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ტურბულენტობას. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღელავენ, სამწუხაროდ ჩვენ რაც შევამჩნიეთ, როგორც ბრიუსელში ასევე ვაშინგტონში, ცოტა დაღლილობაა საქართველოთი, ცოტა იმედგაცურებაა საქართველოთი, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დავინახეთ მყარი მხარდაჭერა სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების, რაც მთავარია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნის სახელმწიფოს მყარი მხარდაჭერა, სტრატეგიულ დონეზე მხარდაჭერა და ეს დაღლილობა ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებს და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და ეს დაღლილობა სხვათაშორის მარტო ვაშინგტონში და ბრიუსელში არ არის, თბილისშიც არის, ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცალა, უფრო ჭორაობას დაემსგავსა და ეს ყველაფერი უკმაყოფილების საფუძველს აძლევს არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსაც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ბოლო პერიოდში, ქართულ ოცნებას უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, და ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას